Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ იცრებოდა მეორე დოზით


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არ აცრილა ამ დრომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით და თქვა, რომ მალე აიცრება.

ეკატერინე ტიკარაძის სიტყვებით, ის პირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, რომელიც ჩაითვალა, რომ იყო უსაფრთხო იმ პერიოდისთვის მისი ასაკის და სქესის მოქალაქეებისთვის.

„შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა, სანამ მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, უკვე ვიყავი ინფიცირებული. შემდეგ გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც გარკვეული მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე ჩაითვალა საჭირო კონსულტაციები, უკვე რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა. დღეს უკვე ხდება ცნობილი, რომ დასაშვებია, ადამიანები, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მათ აქვთ საშუალება მიიღონ დამატებითი დოზა "ფაიზერის" ვაქცინის, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო და ასევე "ბუსტერ" დოზაზე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ აიცრან "ფაიზერის" ვაქცინით“.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, „შეიძლება გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო“.

„მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე, რომ არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე ეს ყველაფერი მეტად უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირდაპირ ეთერში აიცრა. ტიკარაძეს მეორე დოზის ჩატარებამდე, პირველ ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG