Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით გაიზრდება


"როგორც იყო ჩვენი დაპირება - მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით",- თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

ქალაქის მერებისთვის ხელფასების გაორმაგების და საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაუარების ზრდის დაპირება ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის აგვისტოში გასცა. მაშინ მან თქვა, რომ მერების ხელფასი 1800-2000 ლარი იყო, რაც ამ თანამდებობისთვის შეუსაბამოდ დაბალია.

გარდა საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდისა, პრემიერმა ასევე ისაუბრა პენსიონერებისა და ომის ვეტერანებისთვის პენსიისა და დახმარების ზრდაზე.

2022 წლის ბიუჯეტში, პრემიერის თქმით, ასევე გათვალისწინებულია დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარი, COVID-ის სამართავად კი 500 მილიონი ლარი გამოიყოფა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ბიუჯეტში 300 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG