Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა


რუსეთში კორონავირუსის ახალი შტამით - „ომიკრონით“ დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. სახელმწიფო სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ ახალი შტამი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ჩამოსულ ორ მგზავრს აღმოაჩნდა. მგზავრები აფრიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სპეციალურ ობსერვატორიაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც პისიარ ტესტების შემოწმების შედეგად ისინი კორონავირუსზე პოზიტიურები აღმოჩნდნენ.

რუსეთის ხელისუფლებამ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი შემოიღო სამხრეთ აფრიკიდან, იმ ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრებისათვის, სადაც კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა. მთლიანობაში რუსეთში კორონავირუსი დაუდასტურდა სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსულ ათობით მგზავრს, რომლებსაც დღესდღეობით სათანადო კვლევები უტარდებათ.

დღეისთვის ახალი შტამი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ის გამოვლენილია აშშ-ის შტატების დაახლოებით ერთ მესამედში, მაგრამ მძიმე ფორმით დაავადების ახალი შემთხვევების უმრავლესობა დაკავშირებულია კორონავირუსის ვარიანტ „დელტასთან“, იტყობინებიან ამერიკელი ინფექციონისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG