Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა „ხარჯების ტოტალური ეკონომია“ გამოაცხადა და დეპუტატებს პრივილეგიები მოუხსნა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, გადაწყვიტა შეამციროს პარლამენტის ბიუჯეტი და გააუქმოს პარლამენტართათვის დაწესებული პრივილეგიები, რაც კანონმდებელთა ბინებით, ავტომობილებითა და სხვადასხვა საკანცელარიო საგნებისათვის ფულადი დანამატით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

საკანონმდებლო ორგანოს, „ჟოგორკუ კენეშეს“, წევრები ანაზღაურების სახით თვეში 300 $-ის შესაბამის თანხას იღებენ ეროვნულ ვალუტაში. ამას ემატება დაახლოებით 470$ სამეურნეო საჭიროებისათვის, მაგალითად, პრინტერის კარტრიჯებისა და კავშირგაბმულობის თანხის ასანაზღაურებლად. ამავე თანხაში შედის სამივლინებო ხარჯიც.

უზბეკეთის პრეზიდენტმა ხელფასის გარდა, პარლამენტარებს ყველანაირ ანაზღაურება ჩამოართვა.

მაგრამ ზოგიერთმა პარლამენტარმა რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურთან საუბარში პრეზიდენტი პოპულიზმში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შესაბამის ბრძანებულებამდეც მათ ხსენებული პრივილეგია თვალით არ უნახავთ.

პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვის ბრძანებით, პარლამენტის საქმეთა მმართველობის შტატები 30%-ით შემცირდება და ის გაერთიანდება პრეზიდენტის საქმეთა მმართველობასთან. ხელისუფლება ამ ნაბიჯს ხსნის იმით, რომ ქვეყნის პარლამენტში 120-ის ნაცვლად, ამიერიდან იქნება 90 დეპუტატი, რის გამოც პარლამენტის აპარატს ნაკლები თანამშრომელი დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG