Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძემ ენმ-ის წევრს მიმართა: ქალბატონო ლილე, არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს, მერმა კახა კალაძემ მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლილე ლიპარტელიანს. კალაძის თქმით, ოპოზიციის დეპუტატი ამბობს, რომ მას არ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება.

„ქალბატონო ლილე, ცოტა არაკორექტული შეკითხვა მაქვს - გვეკაიფებით?“ - მიმართა კალაძემ ლილე ლიპარტელიანს.

თბილისის მერმა განმარტა: „ყველაფერი, რაც კი შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ბოროტება, ცუდი, ყველაფერს კადრულობთ. საკუთარ თავზე გეტყვით, მთელი საარჩევნო კამპანია ჩავატარე ცივილურად, ევროპული საარჩევნო კამპანია. ჩემი შვილების შეურაცხყოფა, ბანერებზე წითელი საღებავების შესხმა, მშობლების შეურაცხყოფა ეს იყო თქვენი კამპანიის ნაწილი, რასაც თქვენი ტელევიზიებით აკეთებდით“.

ლიპარტელიანი კალაძეს ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „ბატონო კახი, სრულიად გულწრფელად გეუბნებით და თქვენი ლექსიკით გამოჩნდა ვინ ვის ეკაიფება და კარგი რა, ბატონო კახი, რა გჭირთ, ტო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG