Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის მოზარდს ეძებენ გორში


გორში 12 წლის მოზარდს დილის შემდეგ სამართალდამცავები ეძებენ. ძმამ გოგონა დილით სკოლასთან მიიყვანა, თუმცა, როგორც სკოლის კამერების ვიდეოჩანაწერით ირკვევა, ის სკოლაში არ შესულა და გვერდით ქუჩაზე გააგრძელა გზა. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მოზარდის მშობლები ახლა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ისიც ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა სკოლის ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს და გაშიფრეს. შსს-ს ცნობით, მოზარდის აქტიური ძებნა მიმდინარეობს ამ წუთებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG