Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა 12 წლის შემდეგ პირველად გაუშვა კოსმოსში ტურისტები


იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა (ცენტრში), მისი ასისტენტი და ტასის ჟურნალისტი ალექსანდრ მისურკინი (მარჯვნივ).
იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა (ცენტრში), მისი ასისტენტი და ტასის ჟურნალისტი ალექსანდრ მისურკინი (მარჯვნივ).

რუსეთის კოსმოსურმა რაკეტამ, რომელშიც იაპონელი მილიარდერი და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასის ჟურნალისტი იმყოფებიან, 8 დეკემბერს დილით აიღო სტარტი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

დედამიწისთვის ოთხჯერ შემოვლის შემდეგ Soyuz MS-20 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირდა.

რაკეტით კოსმოსში გაფრინდნენ იაპონელი მილიარდერი იასაკუ მაეზავა, მისი ასისტენტი და ტასის რეპორტიორი ალექსანდრ მისურკინი.

ეს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა კოსმოსში გაუშვა ტურისტები. ჯგუფი 12 დღეს დაყოფს კოსმოსში.

„როსკოსმსოსმა“ და აშშ-ის კომპანია Space Adventures-მა აქამდე შვიდჯერ გაგზავნეს ტურისტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში. უკანასკნელად ეს 2009 წელს მოხდა. ოქტომბერში რუსეთმა ორბიტაზე გაუშვა კინოგადამღები ჯგუფი მხატვრული ფილმის გადასაღებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG