Accessibility links

site logo site logo

უკრაინა, ბრიტანეთი და შვედეთი აპირებენ, ზომებს მიმართონ ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 


უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მემორიალური დაფა კიევის ბორისპოლის აეროპორტში.

უკრაინამ და კიდევ სხვა სამმა დაზარალებულმა ქვეყანამ 6 იანვარს განაცხადეს, რომ თავს ანებენენ თეირანთან მოლაპარაკებაზე ორწლიან მცდელობას ზარალის ანაზღაურების შესახებ ირანის სამხედრო ძალების მიერ 2020 წლის იანვარში შეცდომით უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო.

კიევი შეუერთდა ბრიტანეთის, კანადის და შვედეთის მთავრობებს და განაცხადა, რომ მათი შესაბამისი საკოორდინაციო ჯგუფი "ახლა ყურადღებას მიაპყრობს შემდგომ მოქმედებებს ამ საკითხის გადასაწყვეტად, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად". გასულ თვეში მათ ირანს განუცხადეს, რომ მას სამი კვირა ჰქონდა იმისთვის, რომ უკან წაეღო თავისი უარი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესახებ.

"ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენი ყველანაირი ძალისხმევის და მრავალი მცდელობის მიუხედავად, მოლაპარაკებების საშუალებით გადაგვეწყვიტა ეს საკითხი, საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა, რომ ირანთან მოლაპარაკების შემდგომი მცდელობები ... ფუჭია", -ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

მათ არ დაუზუსტებიათ, რა ზომებს მიმართავენ საჩივრების განხილვის საქმეში, რომლებიც მათი მოქალაქეების სიკვდილს ეხება. ისინი იყვნენ იმ 176 ადამიანს შორის, რომლებიც თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების PS752 რეისის აფრენიდან მალევე ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

კატასტროფის შემდეგ ირანი რამდენიმე დღის განმავლობაში თავს არიდებდა ცხად პასუხს, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ანტისაჰაერო თავდაცვამ შემთხვევით ჩამოაგდო Boeing 737 ტექნიკური და ადამიანური შეცდომის გამო. ინციდენტი მოხდა თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მაღალი დაძაბულობის ფონზე.

130 მგზავრზე მეტს კავშირი ჰქონდა კანადასთან. ასევე, დაიღუპნენ ავღანეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები.

კანადამ ივნისში განაცხადა, რომ ვერ ნახა ვერანაირი მტკიცებულება თვითმფრინავის წინასწარი განზრახვით ჩამოგდების შესახებ.

მაისში Human Rights Watch-მა ირანის უშიშროების სამსახურები დაადანაშაულა მსხვერპლთა ოჯახების მიმართ შეურაცხყოფასა და სასტიკ ქცევაში მათი "სამართლიანობის ყოველგვარი იმედის გათელვის" მიზნით. კანადის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასულ კვირას ექვსი მსხვერპლის ოჯახს 84 მილიონი დოლარი და პროცენტები გამოეყოთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG