Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ახალი პიკია 


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი პიკური მაჩვენებელია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 8728 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ჩატარდა 63 605 ტესტი.

პანდემიის განმავლობაში დღე-ღამეში ვირუსის გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გუშინ, 18 იანვარს (7521) დაფიქსირდა, მანამდე არსებული ხუთი ტალღის განმავლობაში კი პიკური მაჩვენებელი 6208 იყო.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 8545 ადამიანი.

18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი არის:

  • დღიური - 13,72%;
  • ბოლო 14 დღის მანძილზე - 10,44%;
  • ხოლო 7 დღის მანძილზე - 10,93%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 799 საიდანაც:

  • 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში;
  • მძიმე პაციენტია 1000;
  • ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი;
  • 1896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში;
  • 51 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 1 015 592 შემთხვევა. მათგან 943 212 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 555 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG