Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასამართლომ ფრანგ ტურისტს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


ირანში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფრანგი ტურისტი, ბენჟამინ ბრიერი.
ირანში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფრანგი ტურისტი, ბენჟამინ ბრიერი.

ფრანგული მედიის თანახმად, ირანში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფრანგ ტურისტს, ბენჟამინ ბრიერს, რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. საფრანგეთის რამდენიმე მედიასაშუალებას მოჰყავს ბრიერის ადვოკატის სიტყვები, რომლის თანახმად, განაჩენი 25 იანვარს იქნა გამოტანილი.

ბრიერი 2020 წლის მაისში დააკავეს მაშინ, როცა ის დისტანციურად მართვად მინი-ვერტმფრენს უშვებდა უდაბნოში, თურქმენეთ-ირანის საზღვართან ახლოს. მას ბრალად წაუყენეს ჯაშუშობა და პროპაგანდა ირანის წინააღმდეგ.

ჯაშუშობაში ბრალდება ირანში სიკვდილით ისჯება. ბრიერის ოჯახი ამბობს, რომ ის უდანაშაულო ტურისტია, რომელიც 2018 წელს თავისი სამოგზაურო ავტოფურგონით დაადგა გზას, რომელიც სკანდინავიაში დაიწყო და შემდეგ სახმელეთო გზით ირანისკენ გაეშურა.

დეკემბრის ბოლოს, 36 წლის ფრანგმა, რომელიც ვალიკაბადის საპატიმროში იმყოფება ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში, საპროტესტო შიმშილობა დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG