Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოში კარანტინია გამოცხადებული


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში კარანტინია გამოცხადებული. ინფორმაციას ადასტურებს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.

„კარანტინი გამოცხადდა, რაც "ომიკრონის" ვირუსი ძალიან აქტუალური გახდა. ძალიან ბევრს, მათ შორის, მეც შემხვდა კორონავირუსი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერ ამას დაუკავშირდა ეს. მაქსიმალურად შეიზღუდა იქ ადამიანების შესვლა“, - უთხრა ბოტკოველმა „მთავარ არხს“.

დეკანოზი აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კორონავირუსი არ დადასტურებია.

განახლება

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ. როგორც ის აღნიშნავს, დღეისათვის საპატრიარქოში შეზღუდვები გამკაცრებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG