Accessibility links

site logo site logo

უკრაინა რეზერვისტთა გაწვევას იწყებს


უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ბრძანების საფუძველზე დაიწყო 18-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეთა სარეზერვო გაწვევა. ამ გადაწყვეტილების ფონია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება, არმია შეიყვანოს სეპარატისტების კონტროლირებად დონბასის რაიონში.

ჩვენთვის აუცილებელია დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები. როგორც მთავარსარდალმა, გამოვეცი ბრძანება განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტთა გაწვევის თაობაზე. ხაზს ვუსვამ, საუბარია მხოლოდ ოპერატიულ რეზერვში მყოფ მოქალაქეებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საყოველთაო მობილიზაცია საჭირო არ არის.

ზელენსკის თქმით, რეზერვისტებმა უკრაინის სამხედრო მზადყოფნა უნდა აამაღლონ.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღიარებს აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას და გზავნის ჯარებს. რუსეთის ეს ქმედება დაგმეს კიევმა, გაერომ, დასავლეთმა და სხვა ქვეყნებმა.

დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს წინაპირობაა მიმდინარე კვირაში უკრაინაში საბოლოო სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ კრემლი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საფუძველს ქმნის.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსეთი "დიდი ალბათობით" თავს დაესხმება უკრაინის დედაქალაქ კიევს, ქალაქს, სადაც დაახლოებით 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ზელენსკიმ გააკრიტიკა უცხოელი მოკავშირეები მათი საელჩოების დედაქალაქიდან და ხშირ შემთხვევაში, ქვეყნიდან გაყვანის გამო. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ქვეყნის საელჩოს თანამშრომლები უკრაინაში არ გაათევენ ღამეს.

ზელენკის კრიტიკა შეეხო ბიზნესმენებსაც. "ყველა მათგანი უნდა დარჩეს უკრაინაში. მათი საწარმოები მდებარეობს უკრაინის მიწაზე, რომელსაც ჩვენი სამხედროები იცავენ", - თქვა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შეტევის დაგეგმვას განაგრძობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG