Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის სკოლების ნაწილში შესაძლოა ქართული ენის სწავლება დაიწყონ


ვაგრამ დუმანიანი, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი აცხადებს, რომ განიხილება სკოლის პროგრამაში ქართული ენის სწავლების შეტანის საკითხი.

„დღეისთვის აზერბაიჯანული ენის სწავლების საკითხი არ განიხილება. ამჟამად ჩვენ გვაქვს პროგრამა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან გვსურს გვქონდეს შესაძლებლობა, ზოგიერთ სკოლაში ვასწავლოთ ქართული ენა იმისთვის, რომ გაიცნონ რეგიონის ენები და კულტურა. თქვენ რატომ კონცენტრირდით მაინცდამაინც აზერბაიჯანულ ენაზე? ამ დროისთვის ჩვენ განვიხილავთ ქართული ენის საკითხს, მაგრამ არა როგორც საყოველთაოს და სავალდებულოს“, - უთხრა მინისტრმა ჟურნალისტებს.

დუმანიანმა უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, რით არის განპირობებული, რომ მაინცდამაინც ქართული ენის სწავლება შეირჩა. „ნება მომეცით, ამ შეკითხვაზე არ გიპასუხოთ“, - თქვა მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG