Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Newsweek: აშშ უკრაინას აფრთხილებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე 48 საათის განმავლობაში


გამოცემა Newsweek-ი აშშ-ის დაზვერვის უწყებების წყაროებისგან მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეატყობინა სადაზვერვო მონაცემები, რომელთა თანახმადაც მოსკოვი უკრაინაში მომავალი 48 საათის განმავლობაში აპირებს შეჭრას.

"უკრაინის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ აშშ-ის სადაზვერვო ცნობებზე დაყრდნობით, რუსეთი, სავარაუდოდ, 48 საათში დაიწყებს შეჭრას", - უთხრა გამოცემას პირმა, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს ინფორმაციაზე.

"ამასთან, - დასძინა მან, - საჰაერო მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთმა დღეს დილით უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვია და მოკლე დროით უკრაინის თავზე მისი შესაძლო სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა".

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა, რომ ამგვარი გაფრთხილება მიღებულ იქნა, თუმცა დასძინა, რომ კიევს უკვე მესამე ჯერზე აფრთხილებენ მოემზადოს მოახლოებული, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხრიდან.

"ეს ნამდვილად შესაძლებელია", - ამბობს გამოცემის წყარო. "პუტინს არ შეუძლია ადგილზე კიდევ დიდხანს ამყოფოს ამდენი სამხედრო".

წყაროს თანახმად, პენტაგონის შეფასება მოიცავს რუსეთის საჰაერო დარტყმებს, ფრთოსან რაკეტებს და სახმელეთო შეჭრას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG