Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: რუს სამხედროებსა და პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება


უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო, ამერიკული კორპორაცია Meta დროებით და ნაწილობრივ მოხსნის შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე. სააგენტო Reuters-ი კორპორაციის შიდა ელექტრონულ მიმოწერაზე დაყრდნობით წერს, რომ Facebook-ის და Instagram-ის მომხმარებლებს, ზოგიერთ ქვეყანაში უფლება ექნებათ სიძულვილის ენით მოიხსენიონ რუსი სამხედროები და ასევე, პუტინი და ლუკაშენკა.

უკრაინაში ომის კონტექსტში, აგრესიული გამონათქვამები ნებადართული იქნება მხოლოდ რუსი სამხედროების მიმართ, გარდა ტყვეებისა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ Meta-ს პოლიტიკის დროებით შეცვლა გავრცელდება სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ესტონეთზე, საქართველოზე, უნგრეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვაზე, პოლონეთზე, რუმინეთზე, სლოვაკეთზე, უკრაინასა და რუსეთზე.

გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და პოლონეთში ნებადართული გახდება პოსტები პუტინისა და ლუკაშენკას სიკვდილისკენ მოწოდებებით.

Reuters-ი კორპორაცია Meta-ს შიდა მიმოწერებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ უკრაინის ომის კონტექსტში ნებადართული იქნება უკრაინელი მემარჯვენეების ბატალიონის, "აზოვის" ქება.

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში აშშ-ის ხელისუფლებისგან მოითხოვა, აღკვეთოს კორპორაცია Meta-ს „ექსტრემისტული საქმიანობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG