Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაილო პოდოლიაკი: შოლცი გვთავაზობს გავარჩიოთ ერთმანეთისგან რიგითი რუსები და პუტინი


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, ტვიტერის გვერდზე, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოზიციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე მხოლოდ ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი.

„კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს გაამართლოს თავისი გაუბედაობა, გვთავაზობს გავარჩიოთ ერთმანეთისგან რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შესაძლოა ცრუ ტენდენციად იქცეს. იმიტომ რომ ოფიციალურად რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს.“

პოდოლიაკის ეს განცხადება უპასუხებს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ტვიტერზე გამოქვენებულ პოზიციას:

„აბსოლუტურად მიუღებელია, როცა რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, შეურაცხყოფენ ან აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. იმიტომ რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, - დაწერა შოლცმა.

დამოუკიდებელი სოციოლოგების კვლევებით, რუსეთის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი უკრაინაში ომს ემხრობა და აქვს დადებითი ემოციები როგორიცაა, სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს მიაწოდეს ორი გამოკითხვის შედეგები, რომლებიც ჩაატარეს რუსეთის დამოუკიდებელმა სოციოლოგებმა კვირა-ნახევრის ინტერვალით, თებერვლის ბოლოსა და მარტის პირველ ნახევარში.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG