Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ასევე ბულგარეთი აძევებენ რუს დიპლომატებს


რუსეთის საელჩოს შენობა რიგაში, ლატვიაში. 2018 წლის ფოტო.
რუსეთის საელჩოს შენობა რიგაში, ლატვიაში. 2018 წლის ფოტო.

ბალტიის სამი სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებს. ბულგარეთის მსგავსად, რომელმაც ათი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მოსთხოვეს რუს დიპლომატებს მათი ტერიტორიების დატოვება, „დიპლომატის სტატუსისთვის შეუფერებელი მოქმედებისთვის“.

ლიეტუვამ გააძევა მოსკოვის სამი დიპლომატი, ლატვიამ და ესტონეთმა - ორ-ორი. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ბიბისიმ.

18 მარტს ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს აუკრძალა ბრიუსელსა და სტრასბურგში საპარლამენტო რეზიდენციებში შესვლა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 მარტს განაცხადა, რომ 10 დიპლომატს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად. განცხადებაში არ არის მითითებული გაძევების უფრო დეტალური მიზეზი, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის ელჩმა სოფიაში არაერთხელ გააკეთა წინააღმდეგობრივი განცხადებები ბულგარეთის პოზიციის შესახებ კონფლიქტთან დაკავშირებით. არ არის ცნობილი, თუ ვინ მოხვდა გაძევებულ დიპლომატთა სიაში.

XS
SM
MD
LG