Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ 10 ჰუმანიტარულ კორიდორზე


ჰუმანიტარული კორიდორი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.
ჰუმანიტარული კორიდორი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ 10 ჰუმანიტარულ კორიდორზე, განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

Reuters-ის ინფორმაციით, ვერეშჩუკმა თქვა, რომ დერეფანი შეთანხმებული იყო ალყაში მოქცეული ქალაქ მარიუპოლისთვის, თუმცა ევაკუაცია ძირითადად წარუმატებელი აღმოჩნდა, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

დაახლოებით 350 000 მშვიდობიანი მოქალაქეა ჩაკეტილი ქალაქში მცირე საკვებითა და წყლით.

რამდენიმე დერეფანი ასევე შეთანხმებულია კიევში და ლუგანსკის რეგიონში.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის 100-ზე მეტი ბავშვია. ლტოლვილად იქცა 2,5 მილიონზე მეტი უკრაინელი.

XS
SM
MD
LG