Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლში ათობით ავტობუსი გაიგზავნა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის


უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ათობით ავტობუსის გაგზავნას აპირებს ქალაქ მარიუპოლში, რათა ლტოლვილებს დაეხმაროს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გამოსვლაში.

პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 21 მარტს მარიუპოლში 50-მდე ავტობუსი ჩავა. მისი თქმით, 20 მარტს 3985 ადამიანი იქნა ევაკუირებული მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში, რომელიც ქალაქიდან 225 კილომეტრზე მდებარეობს.

მთლიანობაში 20 მარტს უკრაინის ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით 7295 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. დაგეგმილი შვიდი მარშრუტიდან ოთხი ფუნქციონირებს.

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში სავარაუდოდ 350 ათასამდე ადამიანი იმყოფება. რუსეთის ჯარები ცდილობენ ქალაქის აღებას და 2014 წელს ანექსირებული ყირიმის დაკავშირებას დონბასის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონებთან.

ქალაქის ხელმძღვანელობა მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ იუწყება - არ მოიპოვება წყალი, საკვები, საწვავი. ქალაქში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. რუსეთის სახელმწიფო მედიის თანახმად, მოსკოვი დათანხმდა 21 მარტს ორი საათით გახსნას „ჰუმანიტარული დერეფნები“.

XS
SM
MD
LG