Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და იაპონიას შორის საომარი მდგომარეობა ძალაში დარჩება -  მოსკოვმა გაყინა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება


იაპონიას და რუსეთს შორის სამხრეთ კურილის ოთხი სადავო კუნძულიდან ერთ-ერთი - შიკოტანი.
იაპონიას და რუსეთს შორის სამხრეთ კურილის ოთხი სადავო კუნძულიდან ერთ-ერთი - შიკოტანი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიის სანქციების საპასუხოდ გაყინა სამშვიდობო მოლაპარაკება ამ ქვეყანასთან და შედეგად, ოფიციალურად, ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან საომარ ვითარებაში რჩება.

მოსკოვმა ამასთან შეაჩერა უვიზო მიმოსვლა იაპონელებისთვის სამხრეთ კურილის კუნძულებზე და გამოდის დიალოგიდან კუნძულებზე ერთობლივი სამეურნეო საქმიანობის შესახებ.

ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, რადგან „იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ აშკარად არამეგობრული ხასიათის შეზღუდვები დააწესა“, - თვლის საგარეო უწყება.

ტოკიომ ნატოს და ევროკავშირის სხვა წევრებთან ერთად რუსეთის და ბელარუსის მიმართ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიღო უკრაინის მიმართ კრემლის აგრესიის გამო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთსა და იაპონიას არ მოუწერიათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებაზე. მათ შორის სადავოდ დარჩა სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხი.

XS
SM
MD
LG