Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენის აზრით, ვლადიმირ პუტინი განაცვიფრა ნატოს ერთიანმა პოზიციამ


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ვლადიმირ პუტინი განცვიფრდა, როცა აღმოაჩინა, რომ ვერ მოახერხა ნატოს წევრი ქვეყნების დაქსაქსვა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

ამერიკის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ვარშავაში, სადაც მანამდე შეხვედრები გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, დმიტრო კულებასთან და ოლექსი რეზნიკთან, და შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას.

„დარწმუნებული ვარ, ვლადიმირ პუტინი ვარაუდობდა, რომ შეძლებდა ნატოს დანაწევრებას, შეძლებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლანგების დაპირისპირებას, შეძლებდა ქვეყნების გათიშვას წარსული ისტორიის საფუძველზე,“ თქვა ბაიდენმა.

„მან ეს ვერ მოახერხა, ჩვენ შევძელით ერთობის შენარჩუნება,“ დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბაიდენის სიტყვებით, ისტორიამ დაადასტურა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აშშ განზე არ დარჩეს ევროპაში კონფლიქტის დროს.

„ამიტომ უკვე დიდი ხანია ვამბობ, - როგორც სენატორი, რომელიც აქ ჩამოდიოდა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ახლა კი როგორც პრეზიდენტი, - რომ ევროპაში სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის, ჩვენი ინტერესებისთვის - არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში,“ აღნიშნა ბაიდენმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG