Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირლანდია, ბელგია, ჩეხეთი, ნიდერლანდი რუს დიპლომატებს აძევებენ


ირლანდიამ რუსეთის ფედერაციის საელჩოს 4 მაღალი რანგის დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიპლომატები უწყებაში დაიბარეს, რათა ეცნობებინათ, რომ მათი საქმიანობა „არ შეეფერება დიპლომატიურ სტანდარტებს“.

იმავდროულად, ბელგიამ განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვის გამო აძევებს 21 რუს დიპლომატს. ამის თაობაზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფი ვილმესმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადა, "ევროკავშირში რუსული დაზვერვის ყოფნის შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში“.

უფრო ადრე ნიდერლანდმა 17 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე განაცხადა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ აძევებენ "მზვერავებს, რომლებიც მივლინებულნი არიან ნიდერლანდში რუსეთის მისიებში დიპლომატიური საფარველით" და წარმოადგენენ საფრთხეს ნიდერლანდის უსაფრთხოებისთვის.

უკრაინაში ომის ფონზე დასავლეთის მრავალმა სახელმწიფომ დაატოვებინა რუს დიპლომატებს ქვეყანა. რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

XS
SM
MD
LG