Accessibility links

site logo site logo

255-მდე გაიზარდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა რიცხვი


ბოლო ერთი დღის განმავლობაში ხუთი ადამიანით გაიზარდა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ საოკუპაციო ძალების რიგებში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან დაღუპულ ჯარისკაცების რაოდენობა

სტავროპოლის ტერიტორიის სტეპნოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა სერგეი ლობანოვმა დაადასტურა სამხედრო მძღოლ არტემ კუპრიჩენკოს სიკვდილი. მან თქვა, რომ ჯარისკაცი "გარდაიცვალა გმირული სიკვდილით" და დაჯილდოვდა ორდენით მხედრული მამაცობისთვის. ოფიციალური პირი არ ასახელებს კუპრიჩენკოს ასაკს, ჯარების სახეობას, წოდებას და მისი დაღუპვის გარემოებებს.

ასევე ცნობილი გახდა სტავროპოლის მხარის სოფელ სპასკის მკვიდრის ალექსეი დემჩენკოს სიკვდილის შესახებ. 29 წლის ჯარისკაცი, 12 მარტს ნაღმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

ვოლგოგრადის რეგიონი ორ ჯარისკაცს ემშვიდობება: პალასოვსკის ოლქელი, 34 წლის კაპრალი, საბრძოლო მანქანის მეთაურის მოადგილე, ფარიდ ძუმაგალიევი და 22 წლის ვოლჟკელი ვლადისლავ შაბუნინი, უკრაინის ტერიტორიაზე 22 მარტს მოკლეს.

18 მარტს უკრაინაში დაიღუპა ყაბარდო-ბალყარეთის სოფელ ულიანოვსკის მკვიდრი ანდრეი ვაიბერტი. სპეციალიზებული სროლის სკოლის 22 წლის კაპრალი, პროფესიონალი სნაიპერი იყო.

გამოცემა „ კავკასია.რეალიის“ ცნობით, ამ დროისთვის სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრთაგან უკრაინაში დაღუპული 255 სამხედროს ვინაობა ოფიციალურად არის დაადსტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG