ტყიბულში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ მებრძოლი დავით გობეჯიშვილი.
სოხუმიდან დევნილი 47 წლის დავით გობეჯიშვილი აფხაზეთის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომების მონაწილე იყო და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა. იგი 26 მარტს ქალაქ ირპენთან შეტაკებებისას დაიღუპა. დაღუპულ მეომარს პატივი მიაგეს ომის ვეტერანებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა.
დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.