უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 5 აპრილს ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, მათ შორის სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქების, მარიუპოლისა და ბერდიანსკისთვის.
Telegram-ში გამოქვეყნებულ ცნობაში ვერეშჩუკმა დაწერა, რომ იმათ, ვინც ქალაქების დატოვებას შეძლებს, ამის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი კერძო ტრანსპორტით და ჩავლენ ქალაქ ზაპოროჟიეში.
სხვა დერეფნები გაიხსნება ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკიდან, ასევე ლუგანსკის ოლქის ქალაქებიდან, სევეროდონეცკიდან, ლისიჩანსკიდან, პოპასნაიადან და გორსკოედან, დასძინა მან.
„მიუხედავად მათი ხელმძღვანელობის დაპირებისა, [რუსეთის] ძალები არავის უშვებენ მარიუპოლში“, - თქვა ვერეშჩუკმა.
არ არის ნათელი, დათანხმდა თუ არა რუსეთი, ცეცხლი შეწყვიტოს გამოცხადებული დერეფნების გასწვრივ.