Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ ავიაიერიშს.

„რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.

დიდება უკრაინას!" - წერს „ტვიტერზე" ზურაბიშვილი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 39-მდე გაიზარდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის მსხვერპლთა რაოდენობა, მათ შორის 4 ბავშვია. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე „ომის წესების დარღვევის“ მუხლით. კანონი ითვალისწინებს მონაწილე პირთა დასჯას, რიგითის დონეზე.

კრამატორსკის მერის, ოლექსანდრ ჰონჩარეკოს თქმით, დაშავებულებს შორის „ბევრი მძიმეა, ხელების, ფეხების გარეშე, ერთდროულად 30-40 ქირურგი ატარებს ოპერაციას“. მისი სიტყვებით, რკინიგზის სადგურში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა ევაკუაციის მოლოდინში.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთმა რკინიგზის სადგურზე იერიში „ტოჩკა-უ“ ტაქტიკური რაკეტით მიიტანა.

რუსი მხეცები არ იშლიან თავიანთ მეთოდებს, ბრძოლის ველზე ჩვენთან გამკლავების ძალა და გამბედაობა რომ არ შესწევთ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც არ აქვს საზღვარი და თუ ის არ დაისჯება, არც არასდროს გაჩერდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს.

XS
SM
MD
LG