Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: რუსეთი ამზადებს რეფერენდუმს „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის მიზნით


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 10 აპრილის დილით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

მათი ცნობით, ქალაქ ახალ კახოვკაში, რუსული სამხედრო ძალები ადგილობრივ სტამბებში ბეჭდავენ ბროშურებს, ბუკლეტებსა და ბლანკებს „რეფერენდუმისთვის“, რომელიც „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის მიზნით უნდა ჩატარდეს.

გენშტაბის დილის მონაცემებითვე, რუსული სამხედრო ძალები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების დაცვის პოზიციები ქალაქ იზიუმში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი მარიუპოლზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულმა არმიამ დროებითი ჰოსპიტლები და სამხედრო ტექნიკის სარემონტო სივრცეები გაშალა ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. თუმცა, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსულ სამხედრო ძალებს არ ჰყოფნით მედპერსონალი და წამლები.

10 აპრილის დილის მდგომარეობით, გრძელდება იერიშები ხარკოვზე. ქალაქი ნაწილობრივ ბლოკირებულია.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსეთისა და უკრაინის სამთავრობო დელეგაციებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG