Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო": მეგრული და სვანური ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს


პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.
პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

პარტია „ევროპული საქართველო" ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მეგრული და სვანური ენების საქართველოს სკოლებში არჩევით საგნებად სწავლების შესახებ.

„ქართული კულტურის მრავალფეროვნება სიმდიდრეა და არა საფრთხე. საფრთხეა მტერი, რომელიც მრავალფეროვნების შიშს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს - იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, მტერი უნდა განეიტრალდეს და არა მრავალფეროვნება.

მეგრული და სვანური, რომლებიც ენებს წარმოადგენენ და არა ქართულის დიალექტებს, ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების მონაპოვარია და მათი საფრთხედ დასახვა აძლიერებს რუსული პროპაგანდის გზავნილს, თითქოს კულტურული სხვადასხვაობა ადასტურებს, რომ ქართველი ერი არ არის ერთიანი - სინამდვილეში, პირიქით - ჩვენი განსხვავებულობა ჩვენი ერთიანობის განმამტკიცებელია", - აცხადებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.

მეგრული და სვანური ენების სასკოლო პროგრამაში დამატების საკითხზე კი „ევროპული საქართველო" აცხადებს: „დეცენტრალიზებული განათლების სისტემისა და სკოლების პირობებში, საბაზო საგნების, მათ შორის, ქართული ენის მიღმა, მშობლები და სასკოლო საბჭოები უნდა წყვეტდნენ ადგილზე, რა დამატებითი საგნების სწავლება სურთ თავიანთი შვილებისთვის, ცენტრალური ხელისუფლების ნაცვლად".

14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას ინიციატივა წარუდგინა. პრეზიდენტმა სკოლაში მეგრული და სვანური ენების არჩევითი სწავლების შემოღების წინადადება დააყენა.

XS
SM
MD
LG