რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვში 26 აპრილს მიიღებს გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს, გამოაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
20 აპრილს გაეროს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა, გაავრცელა ცნობა, რომ გუტერეშმა წერილით მიმართა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, სასწრაფოდ მიიღონ ის მოსკოვსა და კიევში. „გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ დროს, რომელთანაც დაკავშირებულია დიდი საფრთხე და რომელიც მოიტანს დიდ ცვლილებებს, მას სურს განიხილოს უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიღწევისთვის სასწრაფო ნაბიჯები, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის მომავალი, რაც გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება“, განაცხადა დიუჟარიკმა.
პესკოვის თანახმად, 26 მარტს, სამშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოსალაპარაკებლად ჩავა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში. მას მიიღებს ასევე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.