ფინეთის კომპანია Fennovoima იტყობინება, რომ გააუქმა „როსატომთან“ კონტრაქტი ატომური ელექტროსადგური „ჰანჰიკივი-1“-ის მშენებლობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტზეა განთავსებული.
„პროექტ RAOS-თან [შედის რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომში“] თანამშრომლობა წყდება და ეს დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ისევე, როგორც დაპროექტებისა და ლიცენზირების სამუშაოები, ასევე „ჰანჰიკივი-1“-ის მოედანზე“, - ნათქვამია ცნობაში.
ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე კონტრაქტს 2013 წელს მოეწერა ხელი. სადგურის მშენებლობა დაგეგმილი იყო პიუჰაიოკის რაიონში. ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე კონტრაქტთან ერთად ხელი მოეწერა 450 მილიონი ევროს მოცულობის ათწლიან კონტრაქტს მომავალი ელექტროსადგურის, TVELom-ის საწვავის თაობაზე.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფინეთის კომპანიამ განაცხადა, რომ სერიოზულ რისკებს ხედავს „ჰანჰიკივი-1“-ის რეალიზაციისთვის.