Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ბელგოროდის ოლქში გამოაცხადეს "ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე"


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება ბელგოროდში

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, 25 მაისამდე მოქმედებს „ტერორისტული საფრთხის ყვითელი დონე“. ამის შესახებ დღეს, 11 მაისს ტელეგრამ-არხზე დაწერა ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი ხელმოწერილია. გადაწყვეტილების მიზეზს გუბერნატორი გლადკოვი არ ასახელებს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბელგოროდის ოლქში სარაკეტო იერიში მიიტანეს სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, კომპანია „როსნეფტის“ ნავთობის საცავსა და საბრძოლო მასალების საწყობზე და ცეცხლი გაუხსნეს ოლქის სოფლებს.

რუსეთის ერთ-ერთი ასეთი ბრალდების შემდეგ, აპრილში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ "უკრაინას არ ეკისრება რუსეთის ტერიტორიაზე ყველა კატასტროფასა და მოვლენაზე პასუხისმგებლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG