Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მიემხრო მოსკოვში ჯანმოს არაგადამდებ დაავადებათა ოფისის დახურვის რეზოლუციას


ჯანმოს ოფისი ჟენევაში.9 მარტი, 2020 წელი
ჯანმოს ოფისი ჟენევაში.9 მარტი, 2020 წელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) შესაძლოა რუსეთის ფარგლებს გარეთ გაიტანოს არაგადამდებ დაავადებათა ევროპული წარმომადგენლობის ოფისი.

გუშინ, 10 მაისს, ჯანმოს ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა, მოსკოვში განთავსებული ოფისის დახურვის მოწოდებით, რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ, თურქეთმა, მოლდოვამ და ისრაელმა. წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელარუსმა და ტაჯიკეთმა. თავი შეიკავეს სომხეთმა და ყაზახეთმა.

რეგიონული კომიტეტი ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სთავაზობს, ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციით, შეისწავლოს არაგადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის ევროპული ოფისის ტექნიკური უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ განთავსების შესაძლებლობა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინაში არსებული ვითარების თაობაზე ჯანმოს კომიტეტის სპეციალური სესია 43 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს თხოვნით მოიწვიეს.

მიღებულ დოკუმენტი შეიცავს ასევე მოწოდებას, განიხილონ რუსეთში ყველა რეგიონული დონის თათბირების, კონფერენციებისა და სემინარების შეჩერების შესაძლებლობა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯანმოს ოფისის მუშაობის შეჩერება ყველა ქვეყანას დააზარალებს.

მანამდე სააგენტო Reuters-ს წყარომ აცნობა, რომ ჯანმო რუსეთთან მიმართებით მკაცრი სანქციების მიღებას ერიდება, ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ზიანის თავიდან ასარიდებლად.

XS
SM
MD
LG