Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"როსსტატის" თანახმად, ინგუშეთის ყოველი მესამე მცხოვრები სიღრიბის ზღვარზე ცხოვრობს


ინგუშეთის მცხოვრებთა დაახლოებით 30% სიღარიბის ქვედა ზღვარზე იმყოფება, ანუ თვეში 11 ათას რუსულ რუბლზე ნაკლებს იღებს. ღარიბი ადამიანების რაოდენობა ყალმუხეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ჩეჩნეთში ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა რუსეთის საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე. ღია წყაროების ცნობით, 2021 წელს რუსეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 11% ცხოვრობდა.

"როსსტატის" თანახმად, ყველაზე უფრო ნაკლები ღარიბი ცხოვრობს იამალში (4%), სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში (5%), ყველაზე მეტი - ინგუშეთში (29,7%), ტივასა (29,4%) და ყალმუხეთში (22, 7%).
2021 წლის ბოლოდან სახელმწიფო სააგენტო "როსსტატი" ღარიბ რუსებს შეცვლილი მეთოდიკით, მის მიერვე დადგენილი "სიღარიბის ზღვრის" მიხედვით ითვლის.

საშუალოდ რუსეთში გასულ წელს სიღარიბის ზღვარს შეადგენდა თვეში 11 908 რუსული რუბლი (დღევანდელი კურსით დაახლოებით 180 დოლარი). ღარიბებად მიიჩნევიან ის მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი ამ თანხაზე უფრო მცირეა.

XS
SM
MD
LG