Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი, რომელიც დამნაშავედ ცნეს დისიდენტთა მკვლელობების საქმეში, გამოდის შვედეთზე ზეწოლის მოწოდებით სხვა ირანელის გასათავისუფლებლად


კაზემ დარაბი, ირანელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ოთხი ირანელი დისიდენტის მკვლელობის საქმეზე
კაზემ დარაბი, ირანელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ოთხი ირანელი დისიდენტის მკვლელობის საქმეზე

კაზემ დარაბი, ირანელი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 1992 წელს ოთხი ირანელი დისიდენტის მკვლელობის საქმეზე, პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის მოუწოდებს, ზეწოლა განახორციელოს შვედეთის მთავრობაზე, რათა მან გაათავისუფლოს ჰამიდ ნური - ირანში ყოფილი ოფიციალური პირი, რომელსაც ამჟამად სტოკჰოლმში ასამართლებენ 1998 წელს პოლიტიკური პატიმრების მასობრივი მკვლელობის საქმეზე.

კონსერვატიული ორიენტაციის სააგენტო "ფარსისთვის" მიცემულ ინტერვიუში დარაბი, რომელიც გერმანიაში პატიმრობის 15 წლის მოხდის შემდეგ 2007 წელს გათავისუფლებულ იქნა, ამბობს, რომ ნურის სასამართლო "ლოგიკის და მტკიცებულებების გარეშე" მიმდინარეობს.

ნურის ბრალად ედება ომის საერთაშორისო დანაშაულების ჩადენა და ადამიანის უფლებების დარღვევა, კარაჯიში 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის საქმის გამო. შვედეთის პროკურორები სამუდამო პატიმრობას ითხოვენ ნურისთვის, რომელიც 2019 წლის ნოემბერში სტოკჰოლმში დაპატიმრების შემდეგ შვედეთის ციხეში იმყოფება. სტოკჰოლმის სასამართლოს განცხადებით, მის საქმეზე განაჩენი 14 ივლისს უნდა გამოცხადდეს.

თეირანი გამოდის მუქარით, რომ სიკვდილით დასჯის შვედეთის და ირანის მოქალაქეს, აჰმადრეზა ჯალალის, რომელიც ირანში პატიმრობაში იმყოფება, ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG