Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ კიდევ 500 მილიონით უკრაინის დახმარებაზე


ევროკავშირის და უკრაინის დროშები ევროპარლამენტის შენობასთან, სტრასბურგში. 2022 წლის მარტი
ევროკავშირის და უკრაინის დროშები ევროპარლამენტის შენობასთან, სტრასბურგში. 2022 წლის მარტი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრისას შეათანხმეს უკრაინისთვის კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფა შეიარაღების შეძენისა და თავდაცვის სხვა ხარჯებისთვის.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა 16 მაისს, საღამოს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოების ლიდერები დაამტკიცებენ, უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ უკვე გაწეული სამხედრო დახმარება 2 მილიარდ ევროს მიაღწევს. ბორელის თქმით, ამ ომში უკრაინის გამარჯვების იმედი აქვთ, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელები დამპყრობლებს საკუთარ საზღვრებს მიღმა განდევნიან.

ამასთან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის უმთავრესი პუნქტი რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაა. ემბარგოს უნგრეთი ეწინააღმდეგება.

უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის ამოქმედების საკითხის განხილვას წევრი სახელმწიფოების ელჩები გააგრძელებენ. თუ მათი მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დარწმუნებას შეეცდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები. მათი სამიტი 30-31 მაისს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG