Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მოხსნა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან


კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ(FIBA) რუსეთის ეროვნულ ნაკრებს აუკრძალა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა და შესაბამისი შესარჩევი ჯგუფიდან მოხსნა. FIBA-მ ამ ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა ბელარუსის ნაკრებსაც.

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნა რუსეთის ქალთა ეროვნული ნაკრებიც. მანამდე, 2022 წლის მარტში, FIBA-მ რუსულ გუნდებს აუკრძალა 3х3-ის ტურნირებში მონაწილეობა.

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთის გუნდები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს სპორტის არაერთ სახეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG