Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სარდლობის შეფასებით, რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა


 2S7 Pion-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ხარკოვის არეალში
2S7 Pion-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი ხარკოვის არეალში

რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყან უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცკთან ახლოს მდებარეობს. ლაპარაკია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკის რეგიონის სამ ქალაქზე, მათ შორის სვიტლოდარსკზე კონტროლი დაამყარეს, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ განაცხადა.

მედიის ცნობით, სვიტლოდარსკი ალყაში მოქცეული ქალაქ სევეროდონეცკიდან, რომელიც ბოლო დღეებში რუსეთის მხრიდან ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მოექცა, სამხრეთ-დასავლეთით 80 კილომეტრში მდებარეობს.

მანამდე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები სვიტლოდარსკში შევიდნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობის თავზე რუსეთის დროშა აღმართეს.

რუსეთის არმია კვლავ განიცდის დანაკარგებს უკრაინის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს.

უკრაინის ცაში დაიღუპა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი (ამჟამად ამ სახეობის ჯარებს სამხედრო-კოსმოსური ძალები ეწოდება). ამის შესახებ BBC იტყობინება 24 მაისს. მფრინავის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია ბოტაშევის სიკვდილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG