Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBA-ში სეზონის სამი საუკეთესო ხუთეული დაასახელეს


NBA-ის ემბლემა
NBA-ის ემბლემა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ(NBA), ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, 2021-2022 წლების რეგულარული სეზონის სამი საუკეთესო ხუთეული გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა მედიის ასმა წარმომადგენელმა მიიღო და ასივემ მისცა ხმა „მილუოკი ბაქსის“ ლიდერს, იანის ანტეტოკუნმპოს.

პირველ ხუთეულში, ანტეტოკუნმპოს გარდა, მოხვდნენ ლუკა დონჩიჩი („დალასი“), ნიკოლა იოკიჩი („დენვერი“), დევინ ბუკერი („ფინიქსი“) და ჯეისონ ტეიტუმი („ბოსტონი“).

მეორე ხუთეული: ჯოელ ემბიდი („ფილადელფია“), ჯა მორანტი („მემფისი“), კევინ დურანტი („ბრუკლინი“), სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი“) და დემარ დეროზანი („ჩიკაგო ბულზი“).

მესამე ხუთეული: კარლ-ენტონი თაუნსი („მინესოტა“), ლებრონ ჯეიმსი („ლეიკერსი“), კრის პოლი („ფინიქსი“), ტრეი იანგი („ატლანტა“) და პასკალ სიაკამი („ტორონტო“).

NBA-ის 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი გუნდი აგრძელებს. დასავლეთ კონფერენციიდან „გოლდენ სტეიტი“ და „დალასი“, ხოლო აღმოსავლეთიდან - „ბოსტონი“ და „მაიამი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG