Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს საპასუხო სანქციებს აშშ-ის მთავრობის წევრების და ბიზნესმენების წინააღმდეგ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის 61 ოფიციალურ პირს, მათ შორის ფინანსთა მინისტრს, ჯანეტ იელენს და ენერგეტიკის მინისტრს, ჯენიფერ გრანჰოლმს ისევე, როგორც თავდაცვის და მედიის სფეროებში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებს, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 6 ივნისს.

სამინისტროს თანახმად, ეს ნაბიჯი არის პასუხი "აშშ-ის მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე რუსეთის პოლიტიკური და საჯარო ფიგურების და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების მიმართ".

სამინისტროს ცნობით, საქმე ეხება პირებს წამყვანი სამხედრო-ინდუსტრიული კორპორაციებიდან, მედიაპლატფორმებიდან, სარეიტინგო სააგენტოებიდან და საჰაერო და გემთსაშენი კომპანიებიდან, ისევე, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც "ასოცირებული არიან ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან რუსეთის 'მავნე' კიბერთავდასხმების შესახებ".

იელენთან ერთად, სიაში მოხვდნენ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი, კეტრინ ტაი, თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი, კეიტ ბედინგფილდი და ბიუჯეტის ხელმძღვანელი, შალანდა იანგი.

სანქცირებულ ბიზნესმენებს შორის არიან ედვარდ ბასტიანი, Delta Air Lines-ის აღმასრულებელი დირექტორი და ჯეფრი სპრეჩერი, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი.

სანქციების სიაში შეყვანილ პირებს ეკრძალებათ რუსეთში შესვლა.

XS
SM
MD
LG