10 ივნისს უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში შეეცადა განედევნა რუსი სამედროები, იმ ფონზე, როცა საფრანგეთი გამოვიდა დახმარების შეთავაზებით ოდესის პორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.
ინტენსიური ბრძოლა გაგრძელდა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონში, სადაც, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალები ვითარებას "უძლებდნენ", მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა თავისი დარტყმების კონცენტრაცია ამ არეალში მოახდინა.
ყველაზე მძიმე შეტაკებები კვლავ აღმოსავლეთის სამრეწველო ქალაქის, სევეროდონეცკის გარშემო მიმდინარეობს. უკრაინის ძალები ამჟამად ქალაქის დაახლოებით ერთ მესამედს აკონტროლებენ, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ბრძოლაში რთავს ბევრ სამხედროს და დიდძალ შეიარაღებას - იუწყებიან ოფიციალური პირები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ოლექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, რუსეთი ეძებს სუსტ ადგილებს უკრაინის თავდაცვაში, ჩრდილოეთის დონეცის მდინარის სიახლოვეს. პრესმდივანმა 10 ივნისს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ძალები აგრძელებენ არეალში მასშტაბური ოპერაციების განხორციელების მცდელობას.
მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ზაპოროჟიეში ზოგიერთ ადგილას ხანგრძლივი კომენტანდის საათი მოქმედებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ 10 ივნისს რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში რამდენიმე ქალაქზე მიიტანეს საჰაერო იერიში და ემზადებიან სლოვიანსკზე თავდასხმის განახლებისთვის.