Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ სცადა იერიშის განახლება ზოლოტოეს მიმართულებით, მაგრამ უკუიქცნენ - აცხადებს უკრაინის სარდლობა


უკრაინის არმიის გენშტაბი
უკრაინის არმიის გენშტაბი

რუსეთის ჯარებმა სცადეს თავდასხმის განახლება ორეხოვო- ზოლოტოეს მიმართულებით, მაგრამ საპასუხო დარტყმის შედეგად უკან დაიხიეს, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 ივნისის საღამოს ანგარიშში.

შტაბის ცნობით, დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი შეტევების ეპიცენტრს კვლავ სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებები წარმოადგენს.

სევეროდონეცკის მიმართულებით რუსეთის ჯარები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს. ისინი ცდილობენ, გადალახონ უკრაინის ჯარების წინააღმდეგობა და დაამყარონ სრული კონტროლი სევეროდონეცკზე, ბრძოლა გრძელდება.

ბახმუტის მიმართულებით, როგორც უკრაინის შტაბი იტყობინება, კაფირებმა წარუმატებლად სცადეს შეტევითი ოპერაციის ჩატარება ვრუბოვკის დასახლებული პუნქტის ხელში ჩასაგდებად.

რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში 24 თებერვლის დილიდან მიმდინარეობს. რუსეთის ჯარები ავიაიერიშებს ახორციელებენ ძირითად სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ამავე დროს, მოსკოვი უარყოფს, თითქოს, დამპყრობლურ ომს აწარმოებდეს უკრაინის წინააღმდეგ და ინტერვენციას უწოდებს "სპეცოპერაციას", რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის "დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას".

აშშ და ევროკავშირი გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ სანქციების დაწესების გარდა, აქტიურად ეხმარებიან უკრაინას თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებაში.

XS
SM
MD
LG