Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესოს


უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტისადმი.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტისადმი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის კავშირს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და მიიღოს სანქციების მეშვიდე პაკეტი უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრასთან დაკავშირებით.

გასული თვის ბოლოს ევროკავშირმა შეათანხმა სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის უდიდესი ნაწილის შეჩერებას, მაგრამ სანქციებში არ შესულა ნავთობის მიწოდება ნავთობსადენებით. ეს გამონაკლისი უნგრეთის დაჟინებული მოთხოვნის გამო გაკეთდა.

15 ივნისს ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე ვიდეოკავშირით განხორციელებულ მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკას აქამდე გაწეული დახმარებისთვის, მაგრამ მოუწოდა დასავლეთს, არ შეაჩეროს უკრაინის მხარდაჭერა.

ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, იყავით ჩვენთან ერთად“, - მიმართა ზელენსკიმ ჩეხ დეპუტატებს, რომლებიც მას ტაშით შეხვდნენ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროკავშირს, უკრაინას მიანიჭოს კავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც პირველი ნაბიჯია ბლოკში სრულად გაწევრიანების გზაზე. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მარტო უკრაინის დაპყრობით არ დაკმაყოფილდება.

რუსეთს მხოლოდ მარიუპოლი, სევეროდონეცკი, ხარკოვი და კიევი არ აინტერესებს. არა, მისი ამბიციები ეხება უზარმაზარ ტერიტორიას ვარშავიდან სოფიამდე“, - თქვა ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG