Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისიდან ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება


თბილისის მეტრო
თბილისის მეტრო

საქართველოში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

"კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოში ღია სივრცეებში პირბადის ტარება 28 მარტიდან აღარ არის სავალდებულო. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეებს ამ დრომდე პირბადით მგზავრობის ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა რეგულაციას მხოლოდ მცირე ნაწილი ემორჩილებოდა.

XS
SM
MD
LG