დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს მორიგ მოკლე ანგარიშს. დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის არმიების რიგებში შეინიშნება განწყობების ცვლილება, თუმცა ისინი „სხვადასხვაგვარად ვლინდება“.
დაზვერვა ამ მოვლენას უკავშირებს სევეროდონეცკში მიმდინარე გაჭიანურებულ მძიმე ბრძოლებს.
„უკანასკნელი კვირების განმავლობაში უკრაინის არმიაში დაფიქსირდა დეზერტირობის რამდენიმე ფაქტი. ხოლო რუსეთის არმიის რამდენიმე ქვედანაყოფის სრულმა შემადგენლობამ უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე“, - იტყობინება ბრიტანული დაზვერვა.
გარდა ამისა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ადგილი აქვს ჯარისკაცებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირებებს, მათ შორის, იარაღის გამოყენებით.
24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. სამხედრო ოპერაციის მიზნებად მან დაასახელა უკრაინის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“.