Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს პარლამენტს 22 ივნისს წარუდგენს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვამდე ორი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარდგება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 22 ივნისს, სავარაუდოდ, 13:00 საათზე ღარიბაშვილი პარლამენტარების წინაშე გამოვა. პროცედურის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ ღარიბაშვილი გამოსვლას 24 ივნისს გეგმავდა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 24 ივნისს, დაიხურება. საშემოდგომო სესია კი გაიხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს (6 სექტემბერს).

XS
SM
MD
LG