Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმია უტევს ლისიჩანსკს, მოსკოვი ცდილობს იზოლაციაში მოაქციოს უკრაინის ძალები


უკრაინელი სამხედროები პატრულირებენ ქალაქ სევეროდონეცკში, ივნისი, 2020
უკრაინელი სამხედროები პატრულირებენ ქალაქ სევეროდონეცკში, ივნისი, 2020

რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას დონბასზე და ცდილობენ სრულ ალყაში მოაქციონ უკრაინის წინააღმდეგობის უკანასკნელი ბასტიონი ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, ლუგანსკის რეგიონში, ორივე მხარეს იმატებს მსხვერპლი.

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ ლისიჩანსკში უკრაინის ძალები მასიური და უწყვეტი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ არიან. "რუსეთის არმია მასიურად ბომბავს ლისიჩანსკს" - წერს ჰაიდაი ტელეგრამით და დასძენს: "ისინი იქ უბრალოდ ყველაფერს ანადგურებენ... მათ დაანგრიეს შენობები და სამწუხაროდ, არის მსხვერპლი".

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ყოველდღიურ სადაზვერვო ანგარიშში 22 ივნისის დილას წერს, რომ ომის შედეგი, დიდი ალბათობით, დამოკიდებული იქნება მხარეთა შესაძლებლობაზე, ფრონტის ხაზზე განათავსონ სარეზერვო დანაყოფები. ბრიტანეთის დაზვერვა ლაპარაკობს დონეცკში მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებში ძალების "არაორდინარულ" შესუსტებაზე - სეპარატისტთა წარმომადგენლების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 2100-ზე მეტი და დაჭრილია 8900-მდე პირი, რაც წარმოადგენს მათი თავდაპირველი ძალის თითქმის 55 პროცენტს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ანალოგიურად მაღალი დანაკარგი ექნება რუსეთის რეგულარულ ძალებსაც, რომლებსაც მსხვერპლის შესახებ მონაცემები 25 მარტის შემდეგ აღარ გამოუქვეყნებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG