Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა კონცერტი გამართა ვატიკანში, "სიქსტეს კაპელაში"


26 ივნისს ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“, კონცერტი გამართა თბილისის სამების ტაძრის მგალობელთა გუნდმა.

კონცერტს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.

ეს იყო „სიქსტეს კაპელაში“ საქართველოს წარმომადგენლების პირველი კონცერტი. იგი პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და რომის პაპს, ფრანცისკეს, შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა.

სამების ტაძრის გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG