ეკატერინე გორგოძე პირველივე წრიდან გამოეთიშა უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირს. ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრების ძირითად ბადეში მოხვედრილი ერთადერთი ქართველისთვის დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა რუმინელი ირინა-კამელია ბეგუ. პირველ სეტში გორგოძემ ანგარიშით 4:6 წააგო. მეორეში კი მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო.
30 წლის ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ინდივიდუალური შეჯიბრების ძირითად ბადეში პირველად მოხვდა. ახლა ის წყვილთა თანრიგშიც შეეცდება პირველი წრის დაძლევას, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად.