Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში კაზინოების მუშაობა ლეგალური ხდება


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა 30 ივნისს ხელი მოაწერა საკამათო კანონპროექტს, რომელიც აკანონებს კაზინოებს, რაც ცენტრალური აზიის ქვეყანაში ათწლეულის განმავლობაში კანონგარეშე იყო გამოცხადებული.

კანონის თანახმად, კაზინოში შესვლის უფლება ექნებათ მხოლოდ მინიმუმ 21 წლის უცხოელებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ.

კანონში ასევე ნათქვამია, რომ კაზინოების გახსნა შეუძლებელია საცხოვრებელ კორპუსებში, საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და რელიგიურ ადგილებში.

ყირგიზეთში ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება კაზინოების ლეგალიზებას. ბოლო დღეებში კაზინოების გახსნის გასაპროტესტებლად ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ბიშკეკსა და ოშში რამდენიმე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, კანონპროექტი სათანადო საჯარო განხილვის გარეშე დამტკიცდა და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. მათ ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კაზინოები მხოლოდ უცხოელებისთვის იმუშავებს, საბოლოოდ, მისი მომხმარებლები ყირგიზეთის მოქალაქეებიც გახდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG