Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი „ბორშჩის ომში“ გამარჯვებას ზეიმობს იუნესკოს გადაწყვეტილების შემდეგ


უკრაინული ბორშჩი
უკრაინული ბორშჩი

კიევი მიესალმა 1 ივლისს იუნესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კომბოსტოს წვნიანი, ბორშჩი, აღიარებულ იქნეს უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად. ბორშჩზე პრეტენზია აქვს რუსეთს, რომ მისი ეროვნული კერძია.

„ბორშჩის ომში გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნის“, - განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ Telegram-ით. მინისტრი დასძენს, რომ „უკრაინა გაიმარჯვებს ორივე ომში, ბორშჩის ომშიც და ამ ომშიც“, - თქვა მან და იგულისხმა რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა.

ბორშჩი კომბოსტოსა და ჭარხლისგან დამზადებული წვნიანია, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ და შუა ევროპაში, ასევე მის გარეთაა პოპულარული.

სიტყვა "ბორშჩი", ერთ-ერთი ვერსიით, მოდის დიყის (ლათ. Heracleum) სლავურ ენებში გავრცელებული დასახელებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG